четверг, 1 октября 2015 г.

მასწავლებელი მუდმივ ძიებაში უნდა იყოს, უნდა იზრდებოდეს პროფესი-ულად , სისტემატიურად ეცნობოდეს და იყენებდეს თანამედროვე ინოვაციებს. ამ მიზნით, გავიარე, ,,მასწავლებლის სახლის“ მიერ ორგანიზებული არაერთი ტრენინგი, ავიმაღლე კვალიფიკაცია და მიღებული ცოდნა გამოვიყენე საგაკვეთი-ლო პროცესში

გაკვეთლზე გამოვიყენე ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის ფორმები, რამაც საშუალება მომცა კლასის ყველა მოსწავლე ჩართულიყო საგაკვეთილო პროცესში.
გარდა ტრენინგებისა, მასწავლებლისთვის, მეტად მნიშვნელოვანია, სხვათა გამოცდილების გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობა. ამიტომაც, მუდმივად თვალს ვადევნებ განათლების სამინისტროს ვებ.გვერდზე განთავსებულ ინფორმაციებს მასწავლებელთა შეხვედრებისა და კონფერენციების შესახებ.
   დაწვრილებით  იხილეთ  ჩემი პორტფოლიო 

воскресенье, 17 мая 2015 г.

კურსის რეფლექსია

ტრენინგი ძალიან საინტერესო და საჭირო იყო. საკმაოდ კარგი ინფორმაცია, მასალა და გამოცდილება მივიღე პროექტის დასაგეგმად და განსახორციელებლად. შევქმენი პროექტის პორტფოლიო, რომელშიც თავი მოვუყარე  ტრენინგის მსვლელობის პერიოდში მოძიებულ და ბავშვების მიერ შესრულებული აქტივობების ფოტო და ვიდეო მასალას. ტრენინგის მსვლელობისას განხორციელებული საცდელი პროექტიც კი ძალზედ საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა როგორც ჩემთვის ისე ჩემი მოსწავლეებისათვის.ყველა მიცემულ დავალებასა და ინსტრუქციას ინტერესით ელოდებოდნენ და ასრულებდნენ. განსაკეთრებული ინტერესი გამოიწვია მათში ბუკლეტების, გაზეთებისა და ჟურნალების დამზადებამ. კლასმა გამოსცა გაზეთები და თევზისაგან დამზადებული კერძების ჟურნალი ,,საჩუქარი ჩვენს დედიკოებს ." კვლავაც დავგეგმავთ და განვახორციელებთ საინტერესო პროექტებს...
   მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებსა და განსაკუთრებით ენერგიულ, კრეატიულ, დაუზარელ ტრენერს-ნათია ცინცაძეს.

суббота, 16 мая 2015 г.

დღეს ვისაუბრეთ კლასშიმოსწავლეთა უპრეტენზიო დაჯგუფების ხერხებზე და  მეთოდებზე, . სპეციალური საჭიროების მოსწავლეთა პროექტში ჩართვის აუცილებლობასა და მათთვის მორგებულ აქტივობებზე. 

вторник, 12 мая 2015 г.

მე-7 დღე

დღეს გავეცანით მასწავლებლისა და მოსწავლეთა  შეფასების რუბრიკებს, რომელიც აუცილებელია პროექტის ნებისმიერი მასალის მოპოვებისა და მონიტორინგისათვის.  გავეცანით ვისწავლეთ გამზადებული მასალის ატვირთვა ბლოგზე.

воскресенье, 10 мая 2015 г.

დღეს გავეცანით  ტრენინგის მსმენელთა პროექტის  ნიმუშებს. მივეცით ერთმანეთს მითითებები და რჩევები. გავეცანით მოსწავლეთა ნამუშევრებს. შევქმენით პროექტის შაბლონი ,, PowerPoint"-ში,

суббота, 9 мая 2015 г.

დღეს გავიხსენეთ ვიდეოს , სურათების,ხმების,ჩამოტვირთვა და საავტორო უფლებების დაცვა. მისამართების ჩაწერა. 

суббота, 2 мая 2015 г.

III დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით პროექტის ირგვლივ კითხვების სწორად ფორმულირებას, (ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების გარჩევას და ჩამოყალიბებას).